ტრასტამარას დინასტია
ტრასტამარას დინასტია (ესპ. Casa de Trastámara) — ესპანეთის სამეფო დინასტია. ტრასტამარას დინასტია წარმოადგენდა ივრეას დინასტიის განშტოებას. ტრასტამარას დინასტია დააფუძნა მეფე ენრიკე II-მ 1366 წელს. ტრასტამარები მეფობდნენ კასტილიაში, ლეონში, არაგონში, ნეაპოლში, სიცილიაში, ნავარაში, ვალენსიაში, ბარსელონასა და მაიორკაში. ტრასტამარების მმართველობის პერიოდში გაერთიანდა დაშლილი ესპანური სამეფოები. ისინი გაერთიანდა დედოფალ ისაბელ კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის ქორწინებით. ორივე მათგანი ტრასტამარა იყო. მათი ქალიშვილი ხუანა I კი გახდა ამ საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ხუანა გათხოვილი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ I ჰაბსბურგზე, ხუანას გარდაცვალების შემდეგ კი 1555 წელს ტრასტამარები ჰაბსბურგებმა შეცვალეს.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
![]() ტრასტამარას დინასტიის გერბი | |
პერიოდი | 1366 - 1555 |
ტიტული |
კასტილიის მეფე არაგონის მეფე ლეონის მეფე ვალენსიის მეფე ნეაპოლის მეფე მაიორკის მეფე ბარსელონის გრაფი ნავარის მეფე სიცილიის მეფე |
ტრასტამარების მეფობის პერიოდს მიეკუთვნება ესპანეთის ისტორიაში მომხდარი გარდამტეხი მოვლენები, როგორებიცაა რეკონკისტას დასრულება და არაბების იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევება, ესპანეთის გაერთიანება და კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსება, რასაც ახალი კონტინენტის აღმოჩენა და ესპანეთის კოლონიურ სახელმწიფოდ გარდაქმნა მოჰყვა.
კასტილიისა და ლეონის მეფეები
არაგონისა და სიცილიის მეფეები
- ფერდინანდ I - 1412-1416
- ალფონსო V - 1416-1458
- ხუან II - 1458-1479
- ფერდინანდ II - 1479-1516
ნეაპოლის მეფეები
- ალფონსო I - 1435-1458
- ფერდინანდ I - 1458-1494
- ალფონსო II - 1494-1495
- ფერდინანდ II - 1495-1496
- ფედერიგო I - 1496-1501
- ფერდინანდ III - 1501-1516
ნავარის მეფეები
რესურსები ინტერნეტში
- ტრასტამარას დინასტია (უფასო აუდიო მასალა YouTube-ზე)
- https://www.medievalwomen.org/house-of-trastamara.html