ქარიშხალასებრნი
ქარიშხალასებრნი[1][2] (ლათ. Procellariidae) — ფრინველთა ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზღვის ფრინველები არიან, ბინადრობენ მსოფლიოს ყველა ოკეანის სანაპიროებზე, განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსისკენ. მოიცავს 14 გვარის 88 სახეობას.[3] ყველაზე პატარა წარმომადგენელია პატარა ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus), რომლის სხეულის სიგძეა 25 სმ, ფრთის შლილი 60 სმ, ხოლო მასა 170 გ. ოჯახის უდიდესი წარმომადგენელი — გიგანტური ქარიშხალა ზომებით ალბატროსებს არ ჩამოუვარდება, მისი სხეულის სიგრძე 1 მ-მდე, ფრთის შლილი 2 მ-მდე და მასა 5 კგ-მდეა. ფერად თეთრი, ნაცრისფერი, შავი და ყავისფერი არიან. დებენ 1 კვერცხს. ინკუბაცია 40-60 დღე-ღამე გრძელდება. შედარებით მცირე ზომის სახეობები ფრენას 50 დღიდან იწყებენ, ხოლო მსხვილი სახეობები — 120 დღიდან. იკვებებიან უმთავრესად თევზით.
ქარიშხალასებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() უესტლანდური ქარიშხალა | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Procellariidae (Leach, 1820) | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებულიძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||
ლიტერატურა
- Брандт Э. К. Буревестники // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted