მოსკოვის სამების ტაძარი (ხოროშიევო)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ხოროშიევო-მნიოვნიკის რაიონში, ყოფილ სოფელ ხოროშიევოში.
მოსკოვის სამების ტაძარი | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | დროშა: რუსეთი რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნე |
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
არქიტექტურა და ისტორია
ტაძრის ძირითადი ნაწილი ერთგუმბათიანია, გუმბთის მიმდებარე სახურავი კოკოშკინებითაა მორთული. კუთხეებში სიმეტრიულად განთავსებულია ეგვტერები. ტაძრის კედლები და აფსიდი მორთულია თამასებით.
თავდაპირველი ვიწრო ფანჯრები გააფართოვეს XVII საუკუნეში, ასევე მიაშენეს შესასვლელი. XVIII საუკუნის შუა წლებში (1764-1768 წწ.) დაშალეს მოძველებული სამრეკლო და ცალკე ააშენეს ახალი სამრეკლო, რომელიც დღევანდელ დღემდეა შემონახული. სამრეკლო მშენებლობის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა ანდრეიან აფანასიევის ხელმძღვანელობით, ძლიერ შეიცვალა. ას წელზე ოდნავ მცირე ხნის შემდეგ 1845 წელს გალერეის დასავლეთი ნაწილი მოანგრის და ააშენეს სატრპეზო, რომელმაც დააკავშირა ეკლესია სამრეკლოსთან.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია 1939 წელს დახურა. დახურვის შემდეგ ეკლესიის შენობა გადაეცა ჯერ კოლმეურნეობის კლუბს, ხოლო შემდეგ ბავშვთა კონსულტაციას.
1963-1964 წლებში არქიტექტორ ბორის ლვოვის ძე ალტშულერის ხელმძღვანელობით ეკლესია გამოიკვლიეს და გაარემონტეს, ნაწილობრივ დაუბრუნეს მას პირვანდელი სახე, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა ზოგიერთი დეტალის აღდგენა. სამრეკლო და სატრაპეზო არ აღუდგენიათ, მასში განთავსებული იყო ოფსეტური ბეჭდვის სააამქრო.
1990-იან წლებში ეკლესია სრულიად გადაეცათ მორწმუნეებს, ღვთისმსახურება აღსდგა 1989 წლის 30 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე[1].
2000 წლის 26 იანვრიდან ეკლესიის წინამძღვარია მარკი (გოლოვკოვი), ამჟამად რიაზანისა და მიხაილოვსკის მიტროპოლიტი.
ტაძრის სიწმინდეა სასწაულმოქმედი საქართველოს ღვთისმშობლის ხატი.
რესურსები ინტერნეტში
- сайт храма
- Храм во имя Святой Живоначальной Троицы в Хорошеве Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted сайт Русское православие
- Церковь Троицы Живоначальной сайт Храмы России
სქოლიო
- ↑ Московский церковный вестник. — 1989. — № 2. — С. 5.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted