ვობლა

09:29, 4 მაისი 2021-ის ვერსია, imported>Otogi (— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვობლა (ლათ. Rutilus caspicus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ბინადრობს კასპიის ზღვაში, სადაც ქმნის რამდენიმე ფორმას: ჩრდილოკასპიურს, მტკვრის და თურქმენულს. სხეულის სიგრძე 30 სმ, ჩვეულებრივ, — 17-20 სმ აღწევს, წონა 800 გ-მდე, ხშირად 150-200 გ. ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედის: კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან — უმთავრესად მდინარე ვოლგაში, შედარებით ნაკლებად — თერგში, ურალსა და ემბაში. ტოფობს აპრილ-მაისში. ყრის 33 ათ-მდე ქვირითს. მოზრდილი ვობლა იკვებება დიდწილად მოლუსკებით, აგრეთვე კიბოსნაირებით, ტენდიპედიასებრთა მატლებით და მცენარეულობით. ძვირფასი სარეწაო თევზია; იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და სხვა.

ვობლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rutilus caspicus
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ვობლა&oldid=244611“-დან