ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი (შუა საუკუნეები)

09:00, 13 მაისი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977 (მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი (შუა საუკუნე)“ გადაიტანა გვერდზე „ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი (შუა საუკუნეები)“)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ცხინვალის რეგიონის სოფელ ჩაფარუხში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში. კოშკი სოფლის მიდამოებში დგას. ნაგებია რუხი ფერის, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია.

გეგმით მართკუთხა კოშკს ჩრდილოეთიდან ზურგი აქვს. კოშკი შემორჩენილია ექ-ვსი სართულის დონეზე. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილია არქიტრა-ვული შესასვლელი; კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულებზე გაჭრილია სათოფურები. მეხუთე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელის ღერძზე სწორკუ-თხა სარკმელია. მეექვსე სართულის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 217-218