ვოლგოგრადის წმინდა პარასკევას ეკლესია
ვოლგოგრადის წმინდა პარასკევას ეკლესია (რუს. Церковь Параскевы Пятницы) — მართლმადიდებლური ეკლესია ვოლგოგრადში (ძველ ცარიცინში). ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1914-1915 წლებში. აგებულია ცარიცინელი ვაჭრის ვასილი ლაპშინის მიერ და აქვს რეგიონალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ვოლგოგრადის წმინდა პარასკევას ეკლესია | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ვოლგოგრადი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XX საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოგრადის ეპარქიას.
ისტორია
წმინდა პარასკევას სახელობის ეკლესიის შენებლობა დაიწყეს 1914 წელს და ააგეს ცარიცინელი ვაჭრის ვასილი ლაპშინის ფინანსებით თავისი გარდაცვლილი მეუღლის მფარველი წმინდანის სახელზე. მშენებლობა დასრულდა 1915 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია შიგნიდან მოუწყობელი დარჩა დაწყებული ომის გამო, ყველა მსურველი მაინც სტუმრობდა ეკლესიას[1].
საბჭოთა ხელისუფლება ლაპშინის ოჯახს დევნიდა, ასევე ეკლესიაც გაანადგურეს, ხოლო გუმბათი ჩამოანგრიეს, შენობა კი სასოფლო საბჭოს გადასცეს. 1936 წელს შენობა სათამაშოების ფაბრიკას გადასცეს. გარდა ამისა სხვადასხვა დროს შენობა ეკუთვნოდა ქუჩის ბავშვების თავშესაფარს, მუშათა კლუბი, ლურსმნის საამქრო. სტალინგრადის ბრძოლის დროს ეკლესიის სარდაფი გამოიყენებოდა დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრად. ომის შემვეგ შენობაში განათავსეს სამხედრო საწყობი. პრესის ინფორმაციით, 1975 წელს მისი ფოტოგრაფირებით დაკავდა შვედეთის სამხედრო ატაშე[2].
1991 წელს შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ხელახლა გახსნილი ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს ალექსანდრე ტროიცკი, რომელიც დაკავდა ეკლესიის აღდგენის საქმიანობით. ამ პერიოდში ეკლესიას მიაშენეს კარიბჭე, საზეიმო შესასვლელი და დაადგეს ახალი გუმბათი. ეკლესიას მიმდინარე საქმიანობის შესაფასებლად ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II[1].
2002 წლიდან მომავალი 10 წლის განმავლობაში ეკლესია იყო უსტ-მედვედიცკის ფერისცვალების მონასტრის მეტოქი, ხოლო 2012 წელს რამდენიმე თვე სულიწმინდის მონასტრის მეტოქი[1].
დღეისათვის წმინდა პარასკევას ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულფასოვანი მოქმედი ეკლესიაა. ტაძარს აქვს ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია მართლმადიდებლური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფონდი ვოლგოგრადში[1].
ლიტერატურა
- Аргасцева С. А., Гуренко Л. В., Жорова Е. П. и др. Свод историко-архитектурного наследия Царицына—Сталинграда—Волгограда (1589—2004 гг.). — Волг.: Панорама, 2004. — С. 165. — 240 с. — ISBN 5-9666-0003-1.
- Иванов С. М., Супрун В. И. Православие на волгоградской земле: храмы Царицына — Сталинграда — Волгограда. — Волг.: Изд-во ВГИПК РО, 2003. — С. 167-168. — 240 с. — ISBN 5-7087-0096-3.
რესურსები ინტერნეტში
- Сайт Параскевинского прихода.
- Группа прихода ВКонтакте.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted YouTube-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Святой великомученицы Параскевы Пятницы. Волгоград православный (2010-12-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-21. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted YouTube-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted