ადამიანის სტრონგილოიდი
ადამიანის სტრონგილოიდი (ლათ. Strongiloides stercoralis) — პარაზიტული ჭია ნემატოდების კლასისა. დედლის სიგრძე 2,2 მმ-მდეა, ხოლო მამლისა 0,7 მმ-მდე. სქესმწიფე ადამიანის სტრონგილოიდი გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის ზემო ნაწილში. თითოეული დედალი დღე-ღამეში 50-მდე კვერცხს დებს. გამოჩეკილი ლარვები ფეკალურ მასასთან ერთად გამოიყოფა. ორგანიზმში ლარვა ხვდება დაბინძურებულ საკვებსა და წყალთან ერთად, ზოგჯერ კანიდანაც შეიჭრება. იწვევს დაავდაება სტრონგილოიდოზს.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/22/Strongyloides_stercoralis.jpg/300px-Strongyloides_stercoralis.jpg)
ლიტერატურა
- ბ. ყურაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 81.