დანიელ ადაშევი

07:20, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია, imported>Zangala (ბოლო შეხვედრაზე შევთახმდით, რომ წწ. და წ. სტატიებში სრულად ვწერთ ან არ ვწერთ.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დანიელ თედორეს ძე ადაშევი (რუს. Дании́л Фёдорович Ада́шев; გ. დაახლ. 1561) — რუსი მხედართმთავარი, ალექსი ადაშევის ძმა. 1553–1554 წლებში ხელმძღვანელობდა ვოლგისპირეთში აჯანყებათა ჩახშობას, მონაწილეობდა ყაზანზე ლაშქრობასა და ლივონიის ომში (1558–1583). 1559 წელს მიიღო ოკოლნიჩის წოდება. იმავე წლის თებერვალ-სექტემბერში სათავეში ედგა ყირიმის სახანოზე ლაშქრობას. 1560 წელს ლივონიაში მეთაურობდა რუსეთის არტილერიას. იმავე წელს ძმასთან ერთად შერისხეს; სიკვდილით დასაჯეს მცირეწლოვან შვილთან და ნათესავებთან ერთად.

ლიტერატურა