გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი (დ. 22 იანვარი. 1729, კამენცი, საქსონია — გ. 15 თებერვალი 1781, ბრაუნშვაიგი) — გერმანელი მწერალი, განმანათლებელი. გერმანული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა ლაიფციგისა და ვიტენბერგის უნივერსიტეტებში. 1767-1769 იყო ჰამბურგის ეროვნული თეატრის რეცენზენტი. 1770-იდან სიკვდილამდე მუშაობდა ბრაუნშვაიგის ჰერცოგის ბიბლიოთეკაში.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
მოღვაწეობა
გერმანული ფილოსოფიისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში ჯეროვანი მნიშვნელობა ენიჭება ლესინგის ადრინდელ ლიტერატურულ ნიმუშებსა და კრიტიკულ გამოკვლევებს. პირველსავე პიესებში „ახალგაზრდა მეცნიერი" (1747-1748), „ქალთა მოძულე" (1748), „შინაბერა" (1748), „ებრაელები" (1749), „თავისუფლად მოაზროვნე" (1749) და სხვ., აგრეთვე იგავ-არაკებში, ლექსებში, ეპიგრამებსა და პუბლიცისტურ გამოსვლებში ლესინგი წარმოდგება როგორც აბსოლუტიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი და დემოკრატიული ფენების ინტერესების დამცველი მწერალი. ლესინგის ადრინდელი კომედიებს ეტყობა ი. გოტშედის მიერ დანერგილი კლასიციზმის პოეტიკის გავლენა, რომელსაც მწერალმა მალე დააღწია თავი; შემდგომში იგი ილაშქრებდა კიდევაც კლასიცისტური ლიტერატურის წინააღმდეგ. ეს ტენდენცია გამოჩნდა ტრაგედიაში „მის სარა სამფსონი" (1755), კომედიაში „მინა ფონ ბარნჰელმი" (1767). ლესინგი დაუპირისპირდა მეშჩანური დრამის იდეურ-პოლიტიკურ შეზღუდულობას. პოლიტიკურად და სოციალურად კიდევ უფრო გამახვილებულია ტრაგედია „ემილია გალოტი" (1772). ლესინგის უკანასკნელი პიესა „ნათან ბრძენი" (1779) მიმართულია რეაქციის წინააღმდეგ.
ლესინგის მსოფლმხედველობისათვის ნიშანდობლივი მატერიალური ტენდენციები მკვეთრად გამოჩნდა მის ესთეტიკურ ხასიათის შრომებში. "წერილებში უახლესი გერმანული ლიტერატურის შესახებ" (1759-65) მან საბოლოოდ უარყო ფრანგული კლასიცისტური დრამატურგია და ორიენტაცია აიღო შექსპირის დემოკრატიულ, რეალისტურ დრამატურგიაზე, აგრეთვე ფაუსტის შესახებ შექმნილ გერმანულ ხალხურ დრამაზე. კლასიციზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა "ჰამბურგის დრამატურგიაშიც" (ტ. 1-2, 1767-1769) და სხვ. მნიშვნელოვანია ლესინგის ნაშრომები "ლაოკოონი ანუ პოეზიასა და მხატვრობას შორის არსებული საზღვრების შესახებ" (1766), "მსჯელობანი იგავ-არაკის თაობაზე" (1759), "ანტიკვარული შინაარსის წერილები" (1768-1769), "ერნსტი და ფალკი" (1778) და სხვ., რომლებშიც დამუშავებულია რელიგიური, მორალური, ფილოსოფიური, ლიტერატურული, კულტურული საკითხები.
ქართულ ენაზე უკვე XIX საუკუნეში ითარგმნა "ემილია და გალოტი" და "ნათან ბრძენი". ლესინგის თეორიული შეხედულებებს დიდად აფასებდნენ ქართული საზოგადოების თავკაცები. ი. ჭავჭავაძე ლესინგს იხსენიებს "სახელოვან გერმანელ კრიტიკოსად", "მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელად", ხოლო მის "ლაოკოონს" - "სახელოვან თხზულებად". გ. წერეთელს ეს შრომა ლიტერატურის სფეროში ღირებულებათა საზომად მიაჩნდა. ლესინგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საკმაოდ დიდი შრომა უძღვნა ხომლელმა(რომანოზ ფანცხავამ) ჟურნალ "აკაკის თვიურ კრებულში" (1899, № 3-5) სათაურით "გოტგოლდ ლესინგი". ლესინგის პიესებიდან ქართულ სცენაზე დაიდგა "ემილია გალოტი" (1962, გორის სახელმწიფო თეატრში) და "ნათან ბრძენი" (1976, რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში). გამოიცა ლესინგის პიესების ერთტომეული.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Gotthold Ephraim Lessing“ ვიკისაწყობში.
- Minna von Barkhelm, by Gotthold Ephraim Lessing (ინგლისური)
- Literary and Philosophical Essays: French, German and Italian, 1910, includes The Education of the Human Race, by Gotthold Ephraim Lessing (ინგლისური)
- Nathan the Wise, by Gotthold Ephraim Lessing (ინგლისური)
- Laocoon (ინგლისური)
- The Dramatic Works of G.E. Lessing (ინგლისური)
- Gotthold Ephraim Lessing — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (გერმანული)
- Works by Gotthold Ephraim Lessing at Projekt Gutenberg (გერმანული)
- All poems of Gotthold Ephraim Lessing (გერმანული)
- Works by Lessing at the Internet Archive
ლიტერატურა
- რევიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 200.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted