გარდაბნის ვაკე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
გარდაბნის ვაკე, <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">ყარაიის ვაკე, ყარაიაზი, ყარაიას ველი, ყარაია — ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. ივრის ზეგანს (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით), მდინარე მტკვარსა (დასავლეთით) და საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს (სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით) შორის. გარდაბნის ვაკე აკუმულაციური ტერასული ვაკეა. სიმაღლე 260-450 მ, აგებულია ძველი და ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით (რიყნარი, ქვიშნარი, თიხნარი). ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,9 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 °C, ივლისი 25,3 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 25 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 41 °C. ნალექები 422 მმ წელიწადში.მაქსიმალური მაისშია (68 მმ), მინიმალური - იანვარში (16 მმ). გარდაბნის ვაკე მდინარეებით ღარიბია. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე მტკვარი, ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვის გარდაბნის არხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ჯანდარის ტბა. გარდაბნის ვაკეზე ჭარბობს სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებსა და ურწყავ უბნებში გავრცელებულია დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები, მდინარე მტკვრის გაყოლებით - ალუვიური ნიადაგი.
მცენარეულ საფარში გაბატონებულია მშრალი ველისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები. დამახასიათებელია უროიანი და ავშნიან-უროიანი ველები. ფართოდაა გავრცელებული ავშანი და მლაშობის მცენარეები. მტკვრის სანაპიროზე ფრაგმენტებად შემორჩენილია ჭალის ტყეები.
გარდაბნის ვაკის გარფლებში განვითარებულია ჭალის ტყის, ტერასული ვაკის ველისა და ნახევარუდაბნო-მშრალი ველის ლანდშაფტები. ვაკის დიდი ნაწილი გადახნულია, გამოყენებულია მარცვლეული და ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურებისათვის, ურწყავ ადგილებზე საძოვრებია.
ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც საზამთრო საძოვრები და ქართველ მეფეთა სანადირო ადგილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში აქ თურქმანული მესაქონლე ტომები დასახლდნენ, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევარში ქვემო ქართლში გადავიდნენ. ამის შემდეგ ყარაიას საზამთრო საძოვრებად იყენებდნენ ქართველი მთიელები (ხევსურები).
მოხსენიებულია მრავალ საისტორიო წყაროში, მათ შორის ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიაში და დატანილია მის ატლასებზეც.
ესკიზის შექმნის შეცდომა: | „ნაგების აღმოსავლით და სამხრით არს ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსა მოინადირებენ მეფენი წლითი-წლად“
|
(ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 331 – თბილისი, 1973)
|
ლიტერატურა
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 624.
- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 556.