ზურაბ სოტკილავა
ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა (დ. 12 მარტი, 1937, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2017[1], მოსკოვი, რუსეთი) — ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.[2]
ზურაბ სოტკილავა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ზურაბ სოტკილავა | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზურაბ სოტკილავა |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა |
სსრკ რუსეთი საქართველოს დროშა საქართველო |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | ოპერის მოღერალი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 1965–1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966–1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.
გააჩნდა ფართო და მრავალფეროვანი საკონცერტო რეპერტუარი. მისი შესრულება გამოირჩეოდა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით.
ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის — „ოქროს ორფევსი“ (სოფია, 1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია,[3] ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.
1975 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში.
აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით, — ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. [4]
საოპერო პარტიები
- აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“)
- არზაყანი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“)
- მანრიკო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“)
- მარიო კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“)
- ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“)
- რადამესი (ჯაკომო პუჩინის „აიდა“)
- ინდოელი სტუმარი (ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“)
- ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ოტელო“)
- რიჩარდი (ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“)
- ტურიდუ (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“)
- ცრუდიმიტრი I (მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“)
- გოლიცინი (მოდესტ მუსორგსკის „ხოვანშჩინა“)
- ისმაილი (ჯუზეპე ვერდის „ნაბუკო“)
- ედგარი (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“)
- დონ ხოსე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
- 1997 — ღირსების ორდენი
- 1983 — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1979 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
- 1976 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1973 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
ლიტერატურა
- სვანიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 476-477.
რესურსები ინტერნეტში
თემატური საიტები |
---|
Belcanto.ru · Biograph.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Mosconsv.ru · MusicBrainz · Ria.ru · ТАСС |
ვიდეო |
---|
YouTube |
სქოლიო
- ↑ გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა
- ↑ Зураб Соткилава // bolshoi.ru
- ↑ Зураб Соткилава // filarmonia.online
- ↑ ზურაბ სოტკილავას ხსოვნას
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted