ბეშქენ გურკლელი მახუნჯაგისძე

16:17, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, imported>Kober (დაემატა კატეგორია:XIII საუკუნის ქართველები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბეშქენ გურკლელი მახუნჯაგისძე — XIII საუკუნის 30-50-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდანისა და დავით VI ნარინის კარის მოხელე — ამირეჯიბი, სოფ. გურკელის (სამცხე) მემკვიდრეობით მფლობელი (გურკლელების საგვარეულო).

გურკლელი მახუნჯაგისძე დავით VI-ის თანშეზრდილი და დაახლოებული პირი იყო. იგი თან ახლდა მეფობის დასამტკიცებლად დაახლოებით 1243 წელს ოქროს ურდოში წასულ დავით VI-ს. 1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-თან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იმერეთში დამკვიდრდა სამეფო კარზე.

ლიტერატურა