გურჯი-ბოღაზი
გურჯი-ბოღაზი (თურქ. Gürci boğaz — „საქართველოს ყელი“) — თურქული სახელწოდება ხეობისა და უღელტეხილისა, რომელიც კვეთს მდინარე ყარა-სუს (მდ. ევფრატის სათავე) და მდინარე ჭოროხის შენაკად თორთუმ-ჩაის წყალგამყოფ ქედს. გურჯი-ბოღაზზე გადიოდა ერზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა.
გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი | |
---|---|
გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი 1968 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი 1968 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | თურქეთის დროშა თურქეთი |
სიმაღლე | 1889 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს:
ვიკიციტატა | „ხოლო ამის (თორთომის) დასავლით და შიფაქლუს მთის იქით გურჯი-ბოღაზის ხეობა ანუ საქართველოს ყელისა: რამეთუ ოდეს დაიპყრეს ოსმალთა აზრუმ, მიერ ჟამით უწოდეს სახელი ესე. სიგრძით არს დევაბოინის მთიდამ სპერის მდინარემდე. გამოსდის დევაბოინის მთასა, მოდის სამხრიდამ ჩდილოთ, და ხენძორეთის გადასწვრივ არს გურჯი-ბოღაზი დასავლეთით, და ესე ხევი არს საზღვარი, ბაიბურდის მთამდე, საქართველოსა და ბერძენთა. და ხეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი.“
|
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 243)
|
ლიტერატურა
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 318.