Clutching at Straws
Clutching at Straws | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Clutching.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
studio — | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 22 ივნისი, 1987 (1 დისკიანი გამოცემა); 22 მარტი, 1999 (2 დისკიანი გამოცემა) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტუდია | Westside, ლონდონი, 1987 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ნეო-პროგრესული როკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | EMI | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | კრის კიმსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Marillion — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Clutching at Straws — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1987 წლის 22 ივნისს. ალბომში შეტანილია ერთმანეთთან დაკავშირებული სიმღერები, რითაც იგი კონცეპტუალური ალბომის სახეს იძენს.[1] Clutching at Straws (რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც უკანასკნელ ჩალაზე ჩაბღაუჭება) არის Marillion-ის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი ფიშის მონაწილეობით, რომელმაც კოლექტივი 1988 წელს დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად მას ისეთივე წარმატება არ ჰქონია, როგორც წინამორბედ Misplaced Childhood-ს, Clutching at Straws ბრიტანეთის ალბომების ჩარტში 15 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა (ყველა მოკლე პერიოდის განმავლობაში Marillion-ის ოთხ ალბომს შორის) და ავიდა მეორე პოზიციამდე (Marillion-ის ალბომებს შორის რიგით მეორე ყველაზე მაღალი პოზიცია ჩარტში). კრიტიკოსებისა და მსმენელების, ისევე, როგორც ფიშის მიერ იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად.[2] 1999 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, რომელსაც ახლავს მეორე დისკი, B-მხარეებით და დემო ვერსიებით, ისევე, როგორც ბუკლეტზე დაბეჭდილი ფიშის და ჯგუფის სხვა წევრების მოგონებებით. კონცეფციაპერსონაჟი ტორჩი (სავარაუდოდ, ადრეული ალბომების გარეკანების პერსონაჟ მასხარას შთამომავალი) არის 29 წლის უმუშევარი მამაკაცი, რომელიც უწესრიგოდ ცხოვრობს. იგი ძირითადად ალკოჰოლის მიღებით ირთობს თავს და ცდილობს წარუმატებელი ქორწინების, ცუდი მამობის და ჯგუფში წარუმატებლობის დავიწყებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. სიმთვრალისას წერს გარშემო არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, ყველაფერს დასტირის. რადგან ვერავის უამბობს თავისი პრობლემების შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდება ბარებში, სასტუმროს ნომრებში, ან გზაზე, მთვრალი. მისი გადარჩენის იმედი არ არსებობს. ალბომის გარეკანიალბომის წინა და უკანა გარეკანებზე გამოტანილია იმ ადამიანთა სახეები, რომლებმაც გავლენა იქონიეს დისკში შეტანილ სიმღერებზე. ალბომის მსვლელობისას აქა-იქ მათი ალუზიები ჩნდება. მოქმედება ხდება ბრიტანულ პაბში, ხოლო პიროვნებათა სია ასეთია:
სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორები: ფიში, მარკ კელი, იენ მოსლი, სტივ როზერი და პიტ ტრევავასი. მხარე 1
მხარე 2
რემასტერის დამატებითი დისკი
პერსონალი
ჩარტები
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|