ზღვის კატა (თევზი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ზღვის კატა (Dasyatis pastinaca) — თევზი ბოლოქაცვიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2,5 მ-ს აღწევს, წონა — 16 კგ-ს. სხეული შიშველია, მხოლოდ ზურგის შუა ხაზზე რამდენიმე მცირე ხორკლია უკან გადაღუნული ქიცვით. კუდის ფუძესთან აქვს კიდეებდაკბილული დიდი ქიცვი, რომლის ჩხვლეტა სახიფათოა (მის ღარში შხამიანი ჯირკვლოვანი უჯრედებია განლაგებული). ზღვის კატა გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. საქართველოს სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მისი სარეწებია ბათუმთან და ანაკლიასთან.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 549.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: