იალქნოსანი თევზები
იალქნოსანი თევზები (ლათ. Istiophorus) — თევზების გვარი იალქნოსნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,3 მ, მასა 100 კგ აღწევს. ცნობილია 1 სახეობა — Istiophorus platypterus. გავრცელებულია უმთავრესად წყნარ, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ ზონაში. მტაცებლებია. იკვებებიან თევზებით და კალმარებით. ძვირფასი სარეწაო თევზია და სპორტული მეთევზეობის კარგი ობიექტი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 45.