ირმისმხალა
ირმისმხალა (Serratula) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მარტოული ან საერთო ფარისებრ, იშვიათად, საგველა ყვავილედებად თავმოყრილი მრავალყვავილიანი კალათა ყვავილედები.
70-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა, ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აზიასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. საქართველოში იზრდება მშრალ ფერდობებზე, ტყეებსა და ტყისპირებზე მთის ზედა სარტყლამდე.
ირმისმხალას ზოგი სახეობა საღებავი და თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 225.