კალიმა (გვარი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
კალიმა (ლათ. Kallima) — პეპლების გვარი ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. მათი ფრთების შლილი 6-8 სმ აღწევს. ტოტზე მჯდომი ფრთებაკეცილი პეპელა ფორმითა და შეფერვით გამხმარ ფოთოლს ჰგავს (მიმიკრიის კლასიკური მაგალითი). ფრთების ზედა მხარე კაშკაშა ფერებითაა მოხატული. გვარში რამდენიმე სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 333.