ფუნდურა

22:44, 14 ივნისი 2022-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ფუნდურა, ფუნაგორია (ლათ. Geotrupidae) — ხოჭოების ჯგუფი მოცურალასებრთა ოჯახისა, მოიცავს რამდენიმე ქვეოჯახს (Apholiinae, Geotrupinae, Scarabaenae და სხვ.). მათი სხეულის სიგრძე 70 მმ აღწევს. ფერად მურა ან შავია, ზოგჯერ ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ხოჭო და მატლი ნაკელით იკვებება, ზოგი კი ლეშით, იშვიათად კი მცენარეებით. ჯგუფში 6000 სახეობაზე მეტია, აქედან ყოფილ სსრკ-ში 450-მდე სახეობა. საქართველოში აღსანიშნავია სიმინდის ფუნაგორია (ლათ. Pentodon idiota), რომელიც აზიანებს შაქრის ჭარხალს , სიმინდს, მზესუმზირასა და სხვ. ფუნაგორიებს დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ასენიზატორებს, ზოგი კი პარაზიტული ჭიების შორისული მასპინძელია.

ფუნდურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  მოცურალასებრნი
ლათინური სახელი
Geotrupidae
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფუნდურა&oldid=38331“-დან