ეკა ტყეშელაშვილი
ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.
ბიოგრაფია
1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.
2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]
სქოლიო
- ↑ ცვლილებები მთავრობაში, უშიშროების საბჭოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
{თარგი:საქართველოს იუსტიციის მინისტრებითარგი:საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებითარგი:საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრებიპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გია ქავთარაძე |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2007-2008 |
შემდეგი: ნიკა გვარამია |
წინამორბედი: დავით ბაქრაძე |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 |
შემდეგი: გრიგოლ ვაშაძე |
წინამორბედი: ალექსანდრე ლომაია |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2008-2010 |
შემდეგი: გიგა ბოკერია |
წინამორბედი: თემურ იაკობაშვილი |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2010-2012 |
შემდეგი: პაატა ზაქარეიშვილი |