შალვა ნათელაშვილი

18:37, 4 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

შალვა ნათელაშვილი (დ. 17 თებერვალი, 1958, ფასანაური) — ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1995 წლიდან.

შალვა ნათელაშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე/ები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში განაგრძო სწავლა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა 1992 წლამდე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (დუშეთის მაჟორიტარი).

ამ პერიოდში ის საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემქმნელთა ჯგუფში იყო. 1995 წელს მან ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია, რომელიც თანდათან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (დუშეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ნათელაშვილის მტკიცებით, ედუარდ შევარდნაძემ და მისმა პროტეჟეებმა — მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ — მას პარლამენტში მოსვლის საშუალება არ მისცეს 1999 წელს არჩევნების გაყალბების გზით.

ლეიბორისტული პარტიის უდიდესი წარმატება დღემდე იყო 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გამარჯვება, სადაც ნათელაშვილის პარტიამ თბილისის საქალაქო საკრებულოში ადგილების უმრავლესობა მიიღო. თუმცა ნათელაშვილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და კულისებსმიღმა მიღწეული გარიგებით საკრებულოს თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.

ხმათა 12,5%-ის მოპოვება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების კიდევ ერთი გამარჯვება გახდა, თუმცა ეს არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა და, შესაბამისად, შედეგები გაუქმდა. პარტიამ ვერ შეძლო ადგილების მოპოვება ხელმეორედ გამართულ არჩევნებში.

2007 წლის სექტემბერში ნათელაშვილის პარტია კოალიციაში შევიდა ცხრა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად, რომელიც ანსტისამთავრობო დემონსტრაციებს ატარებდა. ამავე წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათელაშვილს შპიონაჟისა და მთავრობის დამხობის მოწყობის მცდელობის ბრალდებები წაუყენეს. თუმცა გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 10 ნოემბერს, რომ ნათელაშვილი დაპატიმრებული არ იქნებოდა და ის შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანიის თავისუფლად ჩატარებას. მომდევნო დღესვე გენერალურმა პროკურორმა შეარბილა მისთვის წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ნათელაშვილი მხოლოდ დაკითხვისთვის იყო დაბარებული შპიონაჟის საქმეზე მოწმის სახით. ნათელაშვილი რამდენიმე დღეში გამოჩნდა ისევ და ღიად განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ, რითაც ასევე გამოეთიშა ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც ერთობლივ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

მოგვიანებით ნათელაშვილმა განაცხადა კოალიციიდან გასვლის შესახებ: „მე ვერავის ვენდობი გარდა საკუთარი თავისა, როცა საქმე საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ეხება“. ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა მისი პარტიის ძლიერ სოციალისტურ მიმართულებებს და მხარს უჭერდა უფასო ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალ მომსახურებას. ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ნაციონალიზაციისკენ. თუმცა, ზოგადად, პარტია პრივატიზაციის წინააღმდეგი არ არის.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (პარლამენტში არ შევიდა)

ნათელაშვილი ამომრჩევლებს შეჰპირდა უფასო გაზსა და ელექტროენერგიას სამი წლის განმავლობაში, მისი გამარჯვების შემთხვევაში. მისი თქმით, ამ საფასურს დაფარავდნენ მსხვლი გადამხდელები (ანუ, საწარმოები), თუმცა ამისთვის მათ საგადასახადო შეღავათები მიეცემოდათ. ის ასევე შეჰპირდა მოსახლეობას საბჭოთა კავშირის დაშლით დაკარგული საბანკო ანაბრების თანხების ანაზღაურებას. ნათელაშვილი ასევე მხარს უჭერს კონსტიტუციურ მონარქიას. ნათელაშვილმა მიიღო ხმათა 6,49 %. დაახლოებით ისეთივე შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო ხმათა 1,24 % და ვერ მოიპოვა ვერცერთი მანდატი. შემდეგ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნათელაშვილი გავიდა მეოთხე ადგილზე, მიიღო ხმათა 2,88 %.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.[1] 2022 წლის 15 თებერვალს შალვა ნათელაშვილს შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის გამო.[2]

რესურსები ინტერნეტში

თარგი:პარლამენტარის ბიოგრაფია

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები