კლადონია
კლადონია (ლათ. Cladonia) — ლიქენების გვარი. აქვთ ორგვარი თალუსი: პირველადი — ჰორიზონტალური, ქაფისებრი ან ქერქლისებრი. მეორეული — ვერტიკალური, აღმოცენდება ხოლმე პირბელადისაგან, სადგისებრი, რქისებრი ან დაბუჩქული გამონაზარდების — პოდეციუმების სახით. ცნობილია 300-მდე სახეობა. სახლობენ ძირითადად ნიადაგზე, ტყეში (მეტწილად ფიჭვნარში), ტუნდრასა და ჭაობში. ზოგი სახეობა ჩრდილოეთი ირმის საკვებია, ზოგი უსნინის მჟავას შეიცავს და სამკურნალოა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 541.