კლდისვაშლა
კლდისვაშლა (ლათ. Sempervivum) — მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში.
იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლის ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე. კავკასიაში გავრცელებულია 11 სახეობა (საქართველოში 6, მ. შ. 2 კავკასიის ენდემია და 2 — საქართველოს). აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 553.