ლაიმი
ლაიმი (Citrus × aurantiifolia)[1] — მცენარე ტეგანისებრთა ოჯახისა. ბუჩქოვანი ხეა, სიმაღლით 5 მ. ეკლიანია. ციტრუსოვანი ჰიბრიდია (C. micrantha x C. medica) სფეროსებრი ნაყოფით, რომლის დიამეტრია 25–50 მმ. ჩვეულებრივ აგროვებენ მანამ სანამ მწვანეა, მაგრამ მომწიფებისას ხდება ყვითელი. სპარსულ ლაიმთან შედარებით მცირეა, უფრო მაღალი მჟავიანობისაა, უფრო ძლიერი არომატი და თხელი ქერქი აქვს. ლაიმი სხვა ლაიმებთან შედარებით, ფასდება უნიკალური გემოს გამო. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.[2] ლაიმის წვენისგან მზადდება ამერიკული დესერტი ლაიმის ნამცხვარი.[3]
სქოლიო
- ↑ Citrus aurantiifolia
- ↑ Citrus aurantiifolia Swingle
- ↑ Key Lime Pie Recipe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-15. ციტირების თარიღი: 2020-06-15.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted