ლანქორი
ლანქორი, ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ლაჯანურას წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2450 მ. აგებულია ქვედაიარული ფიქლებით. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძველი ნასოფლარი და პატარა ტბები. ლანქორის მიდამო შემოსილია ალპური მდელოებით.
ლანქორი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2450 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | ქვემო სვანეთს რაჭასთან |
ამგებელი ქანები | ქვედაიარული ფიქალი |
ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 122.