მზიურა

22:10, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მზიურა (ლათ. Inula) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- და ერთწლოვანი ბალახებია.

მზიურა
Inula hirta
Inula hirta
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  მზიურა
ლათინური სახელი
Inula
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

150-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, განსაკუთრებით — ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში 14 სახეობაა.

იზრდებიან ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყისპირებზე, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში, მშრალ და კლდოვან ფერდობებზე. დასავლეთ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კავკასიის ენდემი Inula magnifica. სუბალპურ სარტყელში იგი ქმნის მაღალბალახოვან დაჯუფებებს. მზიურა თაფლოვანი, დეკორატიული (Inula magnifica) და სამკურნალო (კულმუხო) მცენარეებია.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მზიურა&oldid=45501“-დან