მთისკალთის მღვიმეები

14:00, 1 ივნისი 2024-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მთისკალთის მღვიმეებიმღვიმეთა კომპლექსი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში,სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ მთისკალთის მიდამოებში. ზღვის დონიდან 570 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შედგება სამი მღვიმისაგან. პირველი მღვიმის ჯამური სიგრძეა 335 მ, მეორის — 75 მ, მესამის — 42 მ. პირველში გადის ნაკადული, ორი დანარჩენი მშრალია. მღვიმეებში უხვადაა სხვადასხვაგვარი ნაღვენთ-ნაწვეთი კალციტური წარმონაქმნები, მათ შორის მღვიმური მარგალიტები. გვხვდება მღვიმური ცხოველები.

მთისკალთის მღვიმეები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 570 მ
სიგრძე 452 მ
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა