მინდვრის გვირილა
მინდვრის გვირილა (ლათ. Leucanthemum vulgare) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 15-50 სმ, აქვს დიდი კალათა ყვავილედი.
გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება თითქმის ყველგან; განსაკუთრებით მოდებულია მთიან ნაწილში მდელოების სარეველად (ხშირად მდელოზე მხოლოდ მინდვრის გვირილა ჩანს).
აშენებენ დეკორატიულ მცენარედ. იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში. ზოგჯერ გვირილასაც ეძახიან.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 708.