შარლ გლეირი

14:31, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, imported>Gobrona
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მარკ გაბრიელ შარლ გლეირი (ფრანგ. Marc Gabriel Charles Gleyre; დ. 2 მაისი, 1806 — გ. 5 მაისი, 1874) — შვეიცარიელი მხატვარი და პედაგოგი, აკადემიზმის წარმომადგენელი.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაიცვალა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

დაიბადა შევილიში[1]. ცხრა წლის ასაკში დაობლებული გლეირი ბიძამ ლიონში წაიყვანა ფაბრიკის სკოლაში სასწავლებლად. 1820-იან წლებში ის პარიზში ჩადის და ინტენსიურად სწავლობს ფერწერას, შემდეგ კი თითქმის ათი წლით ტოვებს საფრანგეთს. რამდენიმე წელს იტალიაში ატარებს, სადაც ის ორას ვერნესა და ლუი-ლეოპოლდ რობერს უახლოვდება. ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ 1830-იან წლებში გლეირი ისევ პარიზში ბრუნდება და ინტენსიურ მუშაობას უდგება. მისი პირველი ფერწერული ტილო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, გამოჩნდა 1840 წელს ("წმინდა იოანეს გამოცხადება"). მოს მოჰყვა "საღამო" (1843) — მასშტაბური ალეგორია, რომელმაც პარიზის გამოფენაზე ვერცხლის მედალი მიიღო (შემდგომში ცნობილი, როგორც "დაკარგული ილუზიები").

მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, გლეირს შემდგომ გამოფენებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. ის საკუთარი თავის მიმართ უკიდურასად მომთხოვნი იყო და თითო ტილოს დიდ დროს უთმობდა. შესაბამისაც, საერთო ჯამში, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი კატალოგის მიხედვით, მას 683 ნაშრომი აქვს შექმნილი, მათ შორის ეტიუდები და ფერწერული ტილოები. მათ შორისაა, კერძოდ, ჰეინეს პორტრეტი, რომლის ჟურნალში «Revue des deux mondes» გრავიურისთვის გამოიყენეს (1852). მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებთა შორისაა ტილოები "მიწიერი სამოთხე", "წარღვნა", "ოდისევსი და ნავსიკაია", "ცოდვილი შვილი" და სხვა ნამუშევრები ანტიკურ და ბიბლიურ თემებზე.

ფერწერის გარდა გლეირი ასევე ცნობილი იყო, როგორც პედაგოგი, რომელსაც პოლ დელაროშმა 1840-იან წლებში საკუთარი მოწაფეები გადასცა. გლეირის სტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ალფრედ სისლეი, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, ჯეიმზ უისტლერი და სხვა გამოჩენილი მხატვრები.

სქოლიო

  1. (1984) რედ. Stevens, Mary Anne: The Orientalists: European painters in North Africa and the Near East. Royal Academy of Arts, გვ. 150, 178–9. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted