სტივენ კინგი
სტივენ ედვინ კინგი (ინგლ. Stephen King; დ. 21 სექტემბერი, 1947) — ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, მესვეტე, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი. გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
![]() |
ზოგიერთი ნაწარმოები გამოცემული აქვს ფსევდონიმებით:
ბიოგრაფია
სტივენ კინგი დაიბადა პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში. როდესაც კინგი ორი წლის იყო, მამამისი სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედას სტივენისა და მისი უფროსი აყვანილი ძმის გაზრდა მარტოს მოუხდა. დონალდის ბედი მას აქეთ არც გარკვეულა. ოჯახი ერთი პერიოდი დიდ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა. კინგს თავისი ბავშვობის წლები აღწერილი აქვს როგორც უცოდველობის პერიოდი. ოჯახი ვისკონსისნის შტატში, დაბა ეუსტ დე პერში გადავიდა, ამის შემდგომ, ინდიანაში, ფორტ უეინში დასახლდნენ, და ბოლოს, სტრადფორდში, კონექტიკუტის შტატი. როდესაც სტივენი 11 წლის იყო, ოჯახი უკან, მენში დაბრუნდა და ნელისაც მშობლების მოვლა მოუწია მათ გარდაცვალებამდე. შემდგომ ნელი ადგილობრივ დაწესებულებაში იწყებს მუშაობას გონებრივად ჩამორჩენილთათვის საკვების დამტარებლად.
ბავშვობაში კინგი მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრო, როდესაც ამ უკანასკნელს მატარებელმა გადაუარა. ამის შესახებ სტივენს მეტიც აღარაფერი ახსოვს. როგორც ოჯახი იხსენებს, სტივენი და დაღუპული ბიჭი ერთად გავიდნენ სახლიდან სათამაშოდ, მოკლე ხანში კი სტივენი ენაჩავარდნილი და შოკირებული დაბრუნდა შინ. ოჯახმა ბიჭის დაღუპვის ამბავი მოგვიანებითღა შეიტყო. ზოგიერთი კომენტატორი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირებს კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტარატურული ქმნილებების შექმნის იდეას. თავად კინგი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს.
მწერლობის დაწყება
კინგმა მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ (აქვე უნდა ითქვას, რომ სიტყვა „Things“ ინგლისურიდან ითარგმნება, როგორ „რამეები“, ასევე „საგნები“, „ნივთები“). ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“ („The Star Invaders“).
პირადი ცხოვრება
1966 წელს კინგმა საშუალო სკოლა დაამთავრა და მენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მომავალი მეუღლე — ტაბიტა სპრიუსი გაიცნო. 1970 წელს მან უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. სამხედრო სამსახურისთვის ის დაიწუნეს. პირველი ხანები ოჯახს ფინანსურად უჭირდა, რადგან მხოლოდ კინგის ხელფასზე ცხოვრობდნენ, რომელსაც ის სამრეცხაოში იღებდა. კინგს ცოტაოდენი შემოსავალი პრესაში დაბეჭდილი მოთხრობებიდანაც ჰქონდა. იმ ხანებში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.
1971 წლის შემოდგომაზე კინგმა შტატ მენის ქალაქ ჰემფდენის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მეუღლემ იმხანად სანაგვე კალათში რომან „კერის“ ნაწერები იპოვა, რომელიც კინგს წარუმატებლად მიეჩნია და გადაეგდო, და ქმარი აიძულა ნაწარმოები დაესრულებინა.
პირველი გამოცემები
- 1974 წელს გამომცემლობა „Doubleday“ გამოსცემს რომანს „კერი“, რომლისთვისაც კინგს ავანსად უხდიან 2500 $-ს. შემდგომ გამომცემლობამ ამ რომანზე საავტორო უფლებები ახალ ამერიკულ ბიბლიოთეკას 400 000 $-ად მიჰყიდა, თანხის ნახევარი კი კინგმა აიღო. ასეთი შემოსავლით მან სკოლა მიატოვა. ამავე წელს კინგი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში გადავიდა, სადაც რომანი „ციალი“ დაწერა.
- 1970-იანი წლების მიწურულს კინგმა, რიჩარდ ბაჰმანის ფსევდონიმით, თავისი ადრეული რომანი „ამასთან შეგუება“ ახალი სახელით „მძვინვარება“ გამოსცა.
- 1982 წელს გამოვიდა ახალი რომანი „მსროლელი“ — პირველი რომანი ციკლიდან „ბნელი კოშკი“.
- 1989 წელს კინგმა გამომცემლობა „ვიკინგთან“ 35 მლნ $-იან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მას ამ სერიით კიდევ ოთხი წიგნი უნდა დაეწერა, თუმცა,
- 1997 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან რომანში „ძვლებიანი ტომარა“ 17 მლნ $-ის აღებას აპირებდა. ამისათვის მან გამომცემლობა „საიმონ ენდ შუსტერთან“ გააფორმა ხელშეკრულება და 8 მლნ $ ავანსის სახით მიიღო და მოგებიდან 50%-ის უფლებაც მოიპოვა.
- 1999 წელს კინგს მანქანა დაეჯახა. მწერალმა სერიოზული ტრავმები მიიღო. ეს შთაბეჭდილებანი მან მოგვიანებით მემუარებში „როგორ დავწეროთ წიგნი“ და „ბნელი კოშკის“ მეშვიდე ნაწილში აღწერა.
გარდა ამისა, სტივენ კინგს მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალ „საიდუმლო მასალების“ მეხუთე სეზონის პირველი სერიის შექმნაში. სერიას ჰქვია „Chinga“.
ბიბლიოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted