პორტალი:გერმანია/ სტატია 21
გერმანული ვერმახტი (გერმ.: Deutsche Wehrmacht) ან შემოკლებით ვერმახტი (გერმ.: Wehrmacht<Wehr- იარაღი, თავდაცვა და Macht - ძალა) ეწოდებოდა გერმანიის შეიარაღებულ ძალებს 1935-1945 წლებში.
![ვერმახტის ემბლემა](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Balkenkreuz.svg/langka-200px-Balkenkreuz.svg.png)
«ვერმახტი» დაარსებულ იქნა 1935 წლის 16 მარტს "კანონით შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის შესახებ". იგი შედგებოდა 3 ნაწილისაგან:
- ჰეერი - სახმელეთო ჯარები
- კრიგსმარინე - სამხედრო-საზღვაო ძალები
- ლუფტვაფე - სამხედრო-საჰაერო ძალები
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდგომ გერმანიის შეარაღებული ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა ვერსალის შეთანხმების თანახამად 100.000-მდე შემცირდა (პლუს 15.000 მეზღვაური). გერმანიის არმიას მძიმე იარაღის, მძიმე არტილერიის, ტანკების და ავიაციის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ამ შეთანხმების საფუძველზე დაარსებულ იქნა რაიხსვერი.