მაკედონიის კონფლიქტი (2001)
თარგი:Stack თარგი:Campaign მაკედონიის კონფლიქტი — ინტენსიური ეთნიკური შეტაკებები მაკედონიასა და ალბანეთის სეპარატისტულ ჯგუფებს შორის 2001 წლის იანვარ-ნოემბერში.
ისტორია
2001 წელს დაიწყო კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ალბანელ სეპარატისტებს შორის, დამოუკიდებლობის მომხრე ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში. სეპარატისტების უმეტესობას შეადგენდნენ კოსოვოს განმათავასუფლებელი არმიის ყოფილი წევრები. საერთაშორისო საზოგადოების გავლენით 2001 წლის 13 აგვისტოს დაიდო ოჰრიდის შეთანხმება, ალბანელებმა მიიღეს უფლებები, მშვიდობიანი თანაცხოვრების სანაცვლოდ.
ამგავარად, ქვეყანამ რომელმაც მოახერხა და თავიდან აიცილა საომარი მოქმედებები იუგოსლავიის დაშლის დროს, ალბანური უმცირესობის მხრიდან დადგა სეპარატიზმის საფრთხის წინაშე. სეპარატისტები მაკედონიაში მცხოვრები ალბანელების უფლებების გააფართოებას ცდილობდნენ. სეპარატისტები ითხოვდნენ ალბანელებისათვის ავტონომიის მინიჭებას ტეტოვოს თემში, სადაც მოსახლეობის 70,3 % ალბანელია (საკუთრივ ქალაქ ტეტოვოში ალბანელია მოსახლეობის 54,6 %).
ალბანელმა სეპარატისტებმა ააღორძინეს დიდი ალბანეთის ირედენტისტული იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთის, ტეტოვოს თემის, კოსოვოს, საბერძნეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების და თანამედროვე ჩერნოგორიის სამხრეთი ტერიტორიების გაერთიანებას.
საბოლოოდ მოხდა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება, 2001 წლის აგვისტოში ქალაქ ოჰრიდში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ამავე წლის ნოემბერში კი მიიღეს მაკედონიის კონსტიტუციის 15 შესწორება, რომელიც ოჰრიდის შეთანხმების პრინციპებზე იყო დაფუძნებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Casualties and displacement
- Macedonian offensive in March and May 2001. Video footage of the fighting activities.
- Chronology of the war Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Battles −9/2001
- Battles – 3/2001
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:მაკედონიის თემები თარგი:ცივი ომის შემდგომი კონფლიქტები ევროპაში