ნიკოლოზი (ნალიმოვი)

18:41, 30 მარტი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში — ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ნალიმოვი; დ. 1852 — გ. 1914) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (1 ივლისი 1905 — 9 ივნისი 1906). სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, 1885 წელს აღიკვეცა ბერად, 1890 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად. ბოლოს იყო ვლადიმირისა და სუზდალის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.

ფაილი:Николай (Налимов).jpg
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი

1905 წელს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად, მართავდა საეგზარქოს ერთ წელზე ნაკლებ დროს, გადაიყვანეს ვლადიმირის კათერაზე. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის საძმო სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
ალექსი I
საქართველოს ეგზარქოსი
1905 - 1906
შემდეგი:
ნიკონი