ოძისის სამაროვანი

16:49, 11 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ოძისის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ოძისში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1975 წელს შემთხვევით აღმოჩენილ სამარხეულ კომპლექსში იყო შავლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (6 ცალი), ბრინჯაოს 2 სამაჯური, ბალთა, 2 ბეჭედი, საკინძი, ფოთლისებური სატევარი, 7 ღილაკი, სარდიონისა და პასტის 4 მძივი. ნივთები დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა