პირველი ნაბიჯი (ალმანახი)
პირველი ნაბიჯი — ქართული ალმანახი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული მიმართულების გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს. გამომცემელი — კ. კაპანაძე. გამოიცა ორი ნომერი; იყო „მოწაფისა“ და „მოწაფის ჩანგის“ გაგრძელება. ალმანახში დაბეჭდილია ლექსები, მოთხრობები, წერილები. თანამშრომლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ა. აბაშელი, გ. ტაბიძე, კ. გამსახურდია, დ. ჩხეიძე, ი. მჭედლიშვილი, ვ. ეგნატაშვილი, ქ. რაჭველიშვილი, ნ. წინამძღვრიშვილი და ი. გვანცელაძე.
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 77.