მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ადამიანთა სწრაფვამ პირველობისაკენ უკვე მეცხრამეტე საუკუნის 30-ან წლებში მიიყვანა მოჭადრაკეები ჩაეტარებინათ მატჩები მსოფლიოში უძლიერესის გამოსავლენად. 1834 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ასეთი მატჩი ინგლისელ ალექსანდრ მაკდონელსა და ფრანგ ლუი ლაბურდონეს შორის. რა თქმა უნდა, მაშინ არავითარი შესარჩევი სისტემა არ არსებობდა და ლონდონში შეხვდნენ ის მოჭადრაკეები რომლებიც საერთო აზრით ითვლებოდნენ უძლიერესებად. ლონდონის მატჩი ლაბურდონემ მოიგო და ის გახდა კიდეც მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონი.
შემდგომში კიდევ ოთხი ასეთი არაოფიციალური მატჩი გაიმრთა და მხოლოდ 1886 წლის მატჩით ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის დაიწყო მსოფლიოს ოფიციალური პირველობის გათამაშება.
მეორე მსოფლიოს ომამდე მიუხედავად იმისა, რომ ფიდე 1924 წელს შეიქმნა, მსოფლიოს პირველობაზე მატჩების გამართვა მაინც მოჭადრაკეების პრორეგატივა იყო. მსოფლიოს ჩემპიონი თავად ირჩევდა მეტოქეებს, ან თავისთვის არასასურველ მეტოქეს ისეთ ფინანსურ პირობებს უყენებდა რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა. ამიტომაც ვერ ითამაშეს მატჩები მსოფლიოს პირველობაზე თავისი დროის ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ აარონ ნიმცოვიჩი, აკიბა რუბინშტეინი და სხვები.
1946 წელს როდესაც გარდაიცვალა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ალექსანდრე ალიოხინი, ფიდემ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობის გათამაშება. 1948 წელს ფიდემ ჩატარა მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ხუთი (ამერიკელმა ფაინმა უარი განაცხადა) უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით რომლის გამარჯვებულსაც ოფიციალურად მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. ამავე დროს შემოიღო სამწლიანი ციკლი, რომელიც იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ გრძელდებოდა პრეტენდენტთა ტურნირით და მთავრდებოდა მატჩით პრეტენდენტსა და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს შორის (შემდგომში ზონალურ და პრეტენდენტთა ტურნირებს შორის ჩაჯდა საზონათაშორისო ტურნირი, ხოლო პრეტენდენტთა ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). 1960 - 1963 წლების ციკლამდე მატჩში დამარცხებულ მსოფლიოს ჩემპიონს ჰქონდა მატჩ-რევანშის უფლება, რომელიც ორჯერ წარმატებით გამოიყენა მიხეილ ბოტვინიკმა. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ჩემპიონი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ტიტულს.
არაოფიციალური მატჩები მსოფლიოს პირველობაზე
# | წელი | ჩატარების ადგილი | გამარჯვებული | დამარცხებული | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1834 | ლონდონი | ლუი ლაბურდონე, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი | ალექსანდრ მაკდონელი, ესკიზის შექმნის შეცდომა: დიდი ბრიტანეთი | 51,5 - 33,5 (+45=13-27)* |
2 | 1843 | პარიზი | ჰოვარდ სტაუტონი, ესკიზის შექმნის შეცდომა: დიდი ბრიტანეთი | პიერ სენტ-ამანი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი | 13 - 8 (+11=4-5) |
3 | 1846 | ლონდონი | ჰოვარდ სტაუტონი, ესკიზის შექმნის შეცდომა: დიდი ბრიტანეთი | ბერნარდ გოროვიცი, პრუსიის დროშა პრუსია | 15,5 - 8,5 (+14=3-7) |
4 | 1858 | ლონდონი | პოლ მორფი, აშშ | ადოლფ ანდერსენი, პრუსიის დროშა პრუსია | 8 - 3 (+7=2-2) |
5 | 1866 | ლონდონი | ვილჰელმ სტეინიცი, ავსტრია | ადოლფ ანდერსენი, პრუსიის დროშა პრუსია | 8 - 6 (+8=0-6) |
შენიშვნა: ეს შეჯიბრება შედგებოდა 6 მატჩისაგან, რომელთა შედეგები ცალ-ცალკე ასეთია: ლაბურდონე - მაკდონელი
- I მატჩი 18-7 (+16=4-5)
- II მატჩი 4-5 (+4=0-5)
- III მატჩი 6,5-5,5 (+6=1-5)
- IV მატჩი 11,5-6,5 (+8=7-3)
- V მატჩი 7,5-4,5 (+7=1-5)
- VI მატჩი 4-5 (+4=0-5)
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე
მატჩ-ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | მიხეილ ბოტვინიკი | საბჭოთა კავშირის დროშა | =; =; 1; =; = | 1; 1; 1; 1; 0 | 1; =; 0; 1; 1 | 1; =; 1; =; = | 14 |
2 | ვასილი სმისლოვი | =; =; 0; =; = | საბჭოთა კავშირის დროშა | 0; 0; =; 1; = | =; =; 1; =; = | 1; 1; 0; 1; 1 | 11 |
3 | პაულ კერესი | 0; 0; 0; 0; 1 | 1; 1; =; 0; = | საბჭოთა კავშირის დროშა | 0; =; 1; 0; = | 1; =; 1; 1; 1 | 10,5 |
4 | სამუელ რეშევსკი | 0; =; 1; 0; 0 | =; =; 0; =; = | 1; =; 0; 1; = | ესკიზის შექმნის შეცდომა: | 1; =; =; 1; 1 | 10,5 |
5 | მაქს ეივე | 0; =; 0; =; = | 0; 0; 1; 0; 0 | 0; =; 0; 0; 0 | 0; =; =; 0; 0 | ნიდერლანდების დროშა | 4 |
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ვერსიით
1993 წელს ფიდეს პოლიტიკით უკმაყოფილო გარი კასპაროვმა და ნაიჯელ შორტმა (მან გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში ) უარი განაცხადეს ეთამაშათ მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ეგიდით და თავისი მატჩი ითმაშეს ახლად ჩამოყალიბებული პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით. ეს ორგანიზაცია ამ ორი მოჭადრაკის თოსნობით 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო მატჩი კასპაროვს ალექსეი შიროვთნ უნდა ეთმაშა, მაგრამ მატჩი არ შედგა. არ გამართულა არც განმეორებითი მატჩი ანანდთან. 1996 წელს ასოციააციამ სპონსორები ვერ იშოვა და მალევე დაიშლა. კასპაროვმა გადაწყვიტა დაეცვა თავისი ტიტული თავისი შეხედულებით ღირსეულ მეტოქესთნ, რომელიც ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებდა. ასეთი მეტოქე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს იყო კრამნიკი.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ლონდონი | გარი კასპაროვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ნაიჯელ შორტი, დროშა: ინგლისი ინგლისი | 12,5 - 7,5 (+6=13-1) |
2 | 1995 | ნიუ-იორკი | გარი კასპაროვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | 10,5 - 7,5 (+4=13-1) |
3 | 2000 | ლონდონი | გარი კასპაროვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ვლადიმირ კრამნიკი, დროშა: რუსეთი რუსეთი | 6,5 - 8,5 (+0=13-2) |
4 | 2004 | ბრისაგო | ვლადიმირ კრამნიკი, დროშა: რუსეთი რუსეთი | პეტერ ლეკო, დროშა: უნგრეთი უნგრეთი | 7 - 7 (+2=10-2) |
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ვერსიით
იმავე წლებში ფიდე თავის ჩემპიონებს ავლენდა. როდესაც კასპაროვმა და შორტმა უარი თქვეს ფიდეს ეგიდით მატჩის გამართვაზე, მაშინ ფიდემ ანატოლი კაპროვსა და იან ტიმანს შორის ჩაატარა თავისი მატჩი (მაშინ ამ მოჭდრაკეებს უმაღლესი ელო ჰქონდათ კასპაროვისა და შორტის შემდეგ). 1999 წლიდან ფიდემ ჩემპიონატის ნოკაუტ-სისტემით ჩატარება დაიწყო. ამან მრავალი მოჭადრაკის უკმაყოფილება გამოიწვია (განსაკუთრებით უმაღლესი ელოს მქონე მოჭადრაკეთა შორის), ვინაიდან აქ შემთხვევითობებს მეტი ადგილი ჰქონდა. პირველ ასეთ ტურნირში კაპროვი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, პირდაპირ ფილაში დაუშვეს. მეორე ტურნირიდან კი მსოფლიოს ჩემპიონს არავითრი პრივილეგია არ ჰქონდა. ამის გამო ანატოლი კაპროვმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თავის თავს ისევ მსოფლიოს ჩემპიონად თვლიდა. პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის დაშლის შემდეგ ფიდემ ისევ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობების ჩატარება. 2005 წელს ფიდემ ორწრიანი ტურნირი ჩაატარა, მაგრამ კასპაროვმა და კაპროვმა ისევ უარი თქვეს თამაშზე. საჭადრაკო სამყაროში შექმნილი ქაოსის გამო კასპაროვი საერთოდ წავიდა ჭადრაკიდან. ამის შემდეგ ფიდეს ტურნირის გამარჯვებული, ვესელინ ტოპალოვი ფიდეს ჩემპიონის რანგში 2006 წელს ე.წ. გამაერთიანებელ მატჩში შეხვდა პროფესიონალთა ჩემპიონს ვლადიმერ კრამნიკს.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ჰოლანდია, ინდონეზია | ანატოლი კარპოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | იან ტიმანი, დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები | 12,5 - 8,5 (+6=13-2) |
2 | 1996 | ელისტა | ანატოლი კარპოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | გატა კამსკი, აშშ | 10,5 - 7,5 (+6=9-3) |
3 | 1998 | ლოზანა | ანატოლი კარპოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | 5 - 3 (+4=2-2, ტაი-ბრეიკი +2=0-0 ) |
4 | 1999 | ლას-ვეგასი | ალექსადრე ხალიფმანი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ვლადიმერ აკოფიანი, ესკიზის შექმნის შეცდომა: სომხეთი | 3,5 - 2,5 (+2=3-1) |
5 | 2000 | თეირანი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | ალექსეი შიროვი, ესპანეთი | 3,5 - 0,5 (+3=1-0) |
6 | 2002 | მოსკოვი | რუსლან პონომარიოვი, დროშა: უკრაინა უკრაინა | ვასილი ივანჩუკი, დროშა: უკრაინა უკრაინა | 4,5 - 2,5 (+2=5-0) |
7 | 2004 | ტრიპოლი | რუსტამ კასიმჯანოვი, დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი | მაიკლ ადამსი, დროშა: ინგლისი ინგლისი | 4,5 - 3,5 (+3=3-2) |
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვესელინ ტოპალოვი | ბულგარეთის დროშა | 1; = | =; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 10 |
2 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | რუსეთის დროშა | =; = | 1; 1 | 1; = | =; = | =; = | 1; = | 8,5 |
3 | ვისვანათან ანანდი | =; = | =; = | ინდოეთის დროშა | 0; = | =; 1 | 0, 1 | 1; = | 1; 1 | 8,5 |
4 | ალექსანდრე მოროზევიჩი | 0; = | 0; 0 | 1; = | რუსეთის დროშა | =; 1 | =; 1 | =; = | =; = | 7 |
5 | პეტერ ლეკო | 0; = | 0; = | =; 0 | =; 0 | უნგრეთის დროშა | =; 1 | 1; = | 1; = | 6,5 |
6 | რუსტამ კასიმჯანოვი | 0; = | =; = | 1; 0 | =; 0 | =; 0 | უზბეკეთის დროშა | =; = | 0; 1 | 5,5 |
7 | მაიკლ ადამსი | 0; = | =; = | 0; = | =; = | 0; = | =; = | =; = | 5,5 | |
8 | იუდით პოლგარი | 0; = | 0; = | 0; 0 | =; = | 0; = | 1; 0 | =; = | უნგრეთის დროშა | 4,5 |
გამაერთიანებელი მატჩი
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 2006 | ელისტა | ვლადიმერ კრამნიკი, დროშა: რუსეთი რუსეთი | ვესელინ ტოპალოვი, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი | 8,5 - 7,5 (+5=7-4, ტაი-ბრეიკი: +2=1-1) |
გაერთიანების შემდეგ
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვისვანათან ანანდი | ინდოეთის დროშა | =; = | =; = | =; = | =; 1 | =; 1 | 1; = | 1; = | 9 |
2 | ვლადიმირ კრამნიკი | =; = | რუსეთის დროშა | =; = | =; 1 | =; = | 1; 0 | =; 1 | =; = | 8 |
3 | ბორის გელფანდი | =; = | =; = | ესკიზის შექმნის შეცდომა: | =; = | =; = | 1; = | 1; 1 | =; 0 | 8 |
4 | პეტერ ლეკო | =; = | =; 0 | =; = | უნგრეთის დროშა | =; = | =; 1 | 0; = | =; 1 | 7 |
5 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | =; = | =; = | =; = | რუსეთის დროშა | 0; = | =; = | =; = | 6,5 |
6 | ალექსანდრე მოროზევიჩი | =; 0 | 0; 1 | 0; = | =; 0 | 1; = | რუსეთის დროშა | =; = | 0; 1 | 6 |
7 | ლევონ არონიანი | 0; = | =; 0 | 0; 0 | 1; = | =; = | =; = | ესკიზის შექმნის შეცდომა: | =; 1 | 6 |
8 | ალექსეი გრიშუკი | 0; = | =; = | =; 1 | =; 0 | =; 0 | 1; 0 | =; 0 | რუსეთის დროშა | 5,5 |
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
2 | 2007 | ბონი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | ვლადიმერ კრამნიკი, დროშა: რუსეთი რუსეთი | 6,5 - 4,5 (+3=7-1) |
3 | 2009 | სოფია | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | ვესელინ ტოპალოვი, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი | 6,5 – 5,5 (+3=7–2) |
4 | 2012 | მოსკოვი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთის დროშა ინდოეთი | ბორის გელფანდი, ისრაელი | 6 – 6 (+1=10–1), 2,5 - 1,5 (+1=3-0 ტაი-ბრეიქი) |
ლიტერატურა
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990