რამბულიე
რამბულიე — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯგუფი სამატყლე-სახორცე მიმართულებისა. პირველად XIX საუკუნის შუა წლებში გამოიყვანეს საფრანგეთში (რამბუეში — Ramboulet) ესპანეთიდან შემოყვანილი სხვადასხვა ჯიშის მერინოსების შეჯვარებით. საწყის ფორმებთან შედარებით რამბულიე გამოირჩევა სიდიდით, უკეთესი აგებულებით, ადრეულობით, მატყლის დიდი სიგრძითა და სიხშირით. ერკემლის მასა 80-90 კგ, ნერბისა 50-60 კგ. მატყლი 64-70 ხარისხისაა, სიგრძით 6-7 სმ. ერკემლის მატყლის ნაპარსია 8-10 კგ, ნერბისა 5-7 კგ. რამბულიეს ჯიშის ცხვარი გავრცელებულია ავსტრალიაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. ყოფილ სსრკ-ში რამბულიე შემოიყვანეს აშშ-იდან და გამოიყვანეს ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვრის, ალთაური ცხვრის, კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვრის, სტავროპული ცხვრისა და სხვა ჯიშების გამოსაყვანად.
ფაილი:Rambouillet.jpg | ||||||||||||||||
წარმოშობის ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საფრანგეთი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გავრცელება | აშშ-ის დროშა აშშ, ესკიზის შექმნის შეცდომა: ავსტრალია, სამხრეთი ამერიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ | |||||||||||||||
გამოყენება | სამატყლე-სახორცე | |||||||||||||||
| ||||||||||||||||
ცხვარი (Ovis aries) |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 298.