რაპანა
რაპანა (ლათ. Rapana) — მტაცებელი მუცელფეხიანების გვარი. მოიცავს 3 სახეობას. პეტრე დიდის ყურესა და იაპონიის სანაპიროებთან ბინადრობს Rapana venosa, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში გემებს შემოყვა შავ ზღვაში და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რაპანა თავს ესხმის სარეწაო მოლუსკებს (ხამანწკებს), გარნელებსა და სხვა. რაპანას ფეხი იჭმევა, ნიჟარას კი ესთეტიკული ღირებულება აქვს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 303.