საბჭოთა მედიცინა

19:07, 30 დეკემბერი 2017-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedსაბჭოთა მედიცინა“ — საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორთვიური ჟურნალი. გამოდიოდა 1929 წლიდან (1941–1957 წლებში არ გამოდიოდა). „საბჭოთა მედიცინაში“ ქვეყნდებოდა მოწინავე და ისტორიული თარიღებისადმი მიძღვნილი წერილები, შუქდებოდა ჯანდაცვის ორგანიზაციის, კლინიკური მედიცინის, ზოგადბიოლოგიის და მედიცინის თეორიის საპრობლემო და სადისკუსიო საკითხები. ჟურნალს ჰქონდა რუბრიკები: მედიცინის ისტორია, გამოგონება, რაციონალიზაცია, რეცენზიები, მიმოხოლვა, რეფერატები, ქრონიკა და სხვა. სტატიებს ახლავდა რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

„საბჭოთა მედიცინა“ ქვეყნდებოდა ჟურნალების საკავშირო ინდექსით, ტირაჟი — 20 ათასი ცალი. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ გ. კუჭუხიძე, გ. გელაშვილი, ი. ქოჩიაშვილი, ო. თოდაძე, ლ. დადუნაშვილი, გ. ფიცხელაური, დ. მამამთავრიშვილი, გ. მარუაშვილი, ვ. კახიანი, ჯ. მამალაძე.

ლიტერატურა