დემავენდი
დემავენდი (სპარს. دماوند) — პოტენციურად მოქმედი ვულკანი ირანში, ელბურსის ქედზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია მაზანდარანის ოსტანის ტერიტორიაზე. სიმღლე 5610 მ.[1] წარმოადგენს ირანის უმაღლეს წერტილს. დემავენდის დამრეცი კონუსის სიმაღლე ქედის თხემიდან 1,5 კმ. აგებულია ძირითადად ანდეზიტური ლავებით. არის თანამედროვე მყინვარები. კალთებზე ცხელი აირებისა და გოგირდოვანი წყაროების გამოსასვლელებია.
დემავენდი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: დემავენდი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: ირანი |
სიმაღლე | 5610 მ |
ქედი | ელბურსი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
1944 წელს დემავენდზე ჩატარდა პირველი საბჭოთა მასობრივი ასვლა, რომელსაც ქართველი მთასვლელები კონსტანტინე ჯავრიშვილი (საერთო ხელმძღვანელი), კ. ასტახიშვილი, ი. ივანიშვილი და რ. ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ.[2] მითოსის თანახმად, თრაეტონამ აქ მიაჯაჭვა აჟიდაჰაკა, რომელიც აქ, ცეცხლისმფრქვეველ ღრმულში ამაოდ ღრღნის ბორკილებს.[3]
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted