შევარდენი-1906 თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
შევარდენი-1906 — ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. 1986 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, 1992–93 წლების ვიცე-ჩემპიონი. პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე. ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი საქართველოში.[კომ. 1]
ფაილი:FC Shevardeni 1906 Logo.png | |||
დაარსდა | 1906 | ||
---|---|---|---|
სტადიონი | დავით პეტრიაშვილის სტადიონი, თბილისი | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
2022 | გათამაშებიდან მოიხსნა[1] | ||
|
ისტორია
კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ სვატოშს (Jaroslav Svatoš). XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება „სოკოლიდან“ საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია „სოკოლი“, 1906 წლიდან — „შევარდენი“. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელობდნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.
კლუბი „შევარდენი“ ტფილისი ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1–0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ადგილობრივ შეჯიბრებებში.
1980-იანები
1987 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო სსრ კავშირის პირველობაზე, მეორე ლიგის IX ზონაში, სადაც 30 ჩატარებული თამაშიდან 14 მოიგო, 12 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 32 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.[2]
1988 წელს იმავე პირველობაზე ჩატარებული 30 თამაშიდან 8 მოიგო, 18 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 20 ქულით 16 გუნდში მე-14 ადგილზე გავიდა.[3]
1989 წელს იმავე პირველობაზე და იმავე ზონაში ჩატარებული 42 თამაშიდან 11 მოიგო, 25 დათმო, 6 ფრედ დაამთავრა და 28 ქულით გათამაშების მონაწილე 22 გუნდს შორის მე-20 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.[4]
საქართველოს 1986 წლის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდის, თბილისის „შევარდენის“ (სპი) შემადგენლობაში იყვნენ: ი. ბერაძე, მ. კორსავა, ბ, ჩადუნელი, გ. ბანცური, გ. მენთეშაშვილი, გ. ქობელაშვილი თ. დეკანოსიძე, გ. ჯოჯუა, მ. შალამბერიძე, დ. ქადაგიძე, გ. ჯიშკარიანი, კ. კოპალეიშვილი, ზ. ბაკურაძე, გ. ჯაკობია, კ. გოგიჩაიშვილი, გ. მესხაძე, გ. ლოგუა, დ. უგრელიძე, თ. ყოლბაია, გ. ხატიაშვილი, გუნდის უფროსი მწვრთნელი — მ. ხურცილავა, გუნდის უფროსი — ნ. ბუსკაძე.[5]
საქართველოს სუპერთასი 1986
1986 წლის 21 დეკემბერს თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის სტადიონზე გაიმართა საქართველოს სუპერთასის მატჩი ფეხბურთში. ერთმანეთს შეხვდნენ რესპუბლიკის ჩემპიონი „შევარდენი“-სპი (თბილისი) და თასის მფლობელი „მადნეული“ (ბოლნისი). სპორტული პრესის შეფასებით ეს იყო სეზონის ფინიშის მეტად საინტერესო თამაში, სადაც გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც დიდი მონდომება, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და, თუმცა, გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ბოლნისელი ფეხბურთელებიც ღირსეულად გამოიყურებოდნენ.
თამაშის დასაწყისი „მადნეულის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მე-18 წუთზე „შევარდენი“-სპი-მ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, რაც მენთეშაშვილის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. ათიოდე წუთის შემდეგ ასეთივე კონტრშეტევის დროს მასპინძლები ჯოჯუამ დააწინაურა — 2–0. ბრძოლის სიმწვავე შესვენების შემდეგაც არ დამცხრალა, ქობელაშვილმა ანგარიში 3–0-მდე გაზარდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე თბილისელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბოლნისელთა მეკარე კუდუხოვმა ზუსტად გამოიყენა.
საქართველოს 1986 წლის სუპერთასი ჩემპიონის გამარჯვებით — 3–1 დამთავრდა, საპატიო ჯილდო თბილისის „შევარდენი“-სპი-მ (გუნდის მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი მ. ხურცილავა) ჩაიბარა.[6]
შემადგენლობა 1989
ალექსანდრე კოტრიკაძე (მთ. მწვრთნელი), ელგუჯა გიორგის ძე ხუციშვილი (მწვრთნელი), უშანგ ისიდორეს ძე შევარდნაძე (გუნდის უფროსი). |
გიორგი მეცხვარიშვილი (1965). |
სულხან ახალბედაშვილი (1964), გოჩა ბოხუა (1967), გიორგი მღვდელაძე (1967), თამაზ სამხარაძე (1967), ფირუზ ხარებაშვილი (1972), გიორგი ელიაშვილი (1962). |
კობა ამბიძე (1967), გოჩა გველესიანი (1968), დემურ გიორგობიანი (1968), ნორმენ ტარტარაშვილი (1965). |
ბახვა ამბიძე (1963), კობა ამირეჯიბი (1972), კარენ კირაკოსოვი (1973), გიორგი ჭინჭარაული (1967).[7] |
1990-იანები
1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და მას ოფიციალურად ეწოდა „შევარდენი 1906“. ამავე წელს გუნდმა იასპარეზა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე.
შემადგენლობა 1990
გ. ხუციშვილი (მთ. მწვრთნელი). |
ჯუმბერ გვაზავა (29.01.1972), ვეფხია გვენცაძე (19.02.1963), გუბაზ დოლიძე (11.06.1969). |
გიორგი ძნელაძე (30.08.1968), კახაბერ კოპალეიშვილი (30.03.1966), მურმან მურმანიშვილი (28.02.1972), დავით ობოლაძე (1972), თამაზ სამხარაძე (27.08.1967), ბაგრატ ჩადუნელი (19.10.1966), თეიმურაზ შალამბერიძე (08.12.1969). |
გოჩა ჯოხაძე (15.12.1959), მერაბ ჟორდანია (30.09.1960), ნუკრი კაკილაშვილი (28.05.1960), ლევან ყიფიანი (06.09.1971), ემზარ ყულიაშვილი (01.01.1968), ნორმენ ტარტარაშვილი (26.12.1965), გიორგი ელიაშვილი (29.07.1962). |
გია ქობელაშვილი (02.06.1963), ვაჟა ჟვანია (05.11.1960), დიმიტრი ზეიკიძე (02.01.1971), მამუკა მინაშვილი (03.04.1971), ზაზა სხირტლაძე (1970), პაატა ჩხეიძე (1969).[8] |
შემადგენლობა 1993
მურთაზ ხურცილავა (მთ. მწვრთნელი). |
გრიგოლ ჭანტურია, რევაზ ნაჭყეპია, გელა კვიტატიანი, ანზორ შურღაია, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, მამია ჯიქია, გიორგი ელიაშვილი, გიორგი ნადირაძე, ზაალ ქოჩლაძე, ზაზა ბაკურაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამუკა ფანცულაია, ზაზა ჯანაშია. |
შემადგენლობა 1994
მურთაზ ხურცილავა (მთ. მწვრთნელი). |
გრიგოლ ჭანტურია, გიორგი ელიაშვილი, გელა კვიტატიანი, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, გიორგი ნადირაძე, ნორმენ ტარტარაშვილი, შერმადინ დანელია, რომეო გოგიტაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამია ჯიქია, ლაშა ბუკია, ზაზა ჯანაშია.[9] |
შემადგენლობა 1995
ჯონი ჯანელიძე (მთ. მწვრთნელი). |
ივანე ბერაძე, ედიშერ ალადაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, სოსო თამაზაშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, გიზო ჯელაძე, ილია კანკავა, ნუკრი მინდიაშვილი, დავით გოდერძიშვილი, გიორგი მაზანიშვილი, ზურაბ ქოიავა, მერაბ ამისულაშვილი, კახა გოგოლაძე. |
2000-იანები
2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნა და ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში დააქვეითა, ასევე მოხსნა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდანაც, ხოლო გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალა. ეროვნული ლიგის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ტურის შემდეგ, მოხდა გუნდის შედეგების ანულირება.[1][10]
შემადგენლობა 2022
|
სახელწოდებები
წლები | სახელწოდება |
---|---|
„შევარდენი“ | |
„შევარდენი“-სპი | |
„შევარდენი-1906“ | |
თსუ | |
თსუ „არმაზი“ | |
თსუ | |
„შევარდენი-1906“ |
მიღწევები
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიცე-ჩემპიონი: 1992–93
- საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1986[11]
- ესკიზის შექმნის შეცდომა: მესამე ადგილი: 1985[11]
- საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ სუპერთასი
ცნობილი ფეხბურთელები
- საქართველოს სსრ–ის დროშა ესკიზის შექმნის შეცდომა: კახი გოგიჩაიშვილი (1986–87, 1992–94)
- საქართველოს სსრ–ის დროშა დიმიტრი კუდინოვი (1989)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ნუკრი კაკილაშვილი (1990)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: აკაკი დევაძე (1992–93, 1994–95)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ზაზა ჯანაშია (1993–94)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გრიგოლ ცაავა (1994)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ბესიკ ფრიდონაშვილი (1994–95)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ალექსანდრე გოგობერიშვილი (1995)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გიორგი ნემსაძე (1998–99)
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 108–110, 112. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 75. 158 გვ.
რესურსები ინტერნეტში
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
FootballFacts.ru · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
მედია |
---|
Lelo.ge · Sportall.ge |
„ლელო“ |
---|
25.09.1986 · 20.11.1986 · 25.11.1986 · 27.11.1986 · 02.12.1986 · 06.12.1986 · 14.12.1986 · 16.12.1986 · 18.12.1986 |
კომენტარები
- ↑ თამაშობდა უმაღლეს ლიგაში 1996 წლამდე, შემდეგ შეუერთდა პირველი ლიგის თბილისის უნივერსიტეტს, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა ― თსუ თბილისი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება
- ↑ Чемпионат СССР 1987. Вторая лига. 9-я зона
- ↑ Чемпионат СССР 1988. Вторая лига. 9-я зона
- ↑ Чемпионат СССР 1989. Вторая лига. 9-я зона
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 108–110.
- ↑ 6.0 6.1 სუპერთასი გათამაშდა // „ლელო“, 21.12.1986, № 243 (9404), გვ. 1.
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 75.
- ↑ Состав команды «Шевардени-1906» Тбилиси в сезоне 1990.
- ↑ საქართველოს ჩემპიონატი // „სარბიელი“, 31.05.1994, № 26 (101), გვ. 3.
- ↑ ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი 1906“ ჩემპიონატიდან მოკვეთეს
- ↑ 11.0 11.1 Georgia — List of Champions. RSSSF
- ↑ «Шевардени» Тбилиси 3–1 «Маднеули» Болниси / Суперкубок Грузии 1986
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 112.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted