გვადელუპა

23:19, 16 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe) — არქიპელაგი სამხრეთ კარიბის ზღვაში, კოორდინატებით Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. მისი ფართობი — 1628 კვ. კმ-ია. გვადელუპა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, ასევე 26-დან ერთ-ერთი რეგიონი. 2007 წლიდან, იგი რესპუბლიკის ხელშეუვალი ნაწილია.

ფაილი:Flag of Guadeloupe (local).svg
გვადელუპის დროშა
ფაილი:LocationGuadeloupe.png
გვადელუპისა და საფრანგეთის მდებარეობა

საფრანგეთთან ერთად, გვადელუპა ევროპის კავშირის წევრია. როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, აქაც ვალუტა ევროა[1]. მიუხედავად ამისა, გვადელუპა არ იმყოფება შენგენის ხელშეკრულების ქვეშ. გვადელუპას პრეფექტურა არის ბას-ტერი. 1493 წელს, ქრისტეფორე კოლუმბმა ამ კუნძულს უწოდა სანტა მარია დე გვადელუპა, მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად.

გვადელუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი.

გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტონად, ხოლო კანტონები — 32 კომუნად.

2006 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 17,338 ($21,780)[2].

დემოგრაფია

2021 წლის მონაცემების მიხედვით გვადელუპის მოსახლეობა 384 315 კაცია[3]. აქედან 19,2 % 14 წლამდე ასაკის გოგონები და 15,6 % ბიჭები არიან, 54,0 % — 15 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალები და 55,8 % იმავე ასაკის კაცები, ხოლო 26,8 % — 60-ს გადაცილებული ქალბატონები და 28,6 % მამაკაცები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,91 წელია, ქალებში — 81,37 წელი, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი — 78,06 წელია.

კლიმატი

წლიური ამინდი — Basse-Terre—capital of Guadeloupe
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 28 (82) 28 (82) 28 (82) 29 (84) 30 (86) 31 (88) 33 (91) 31 (88) 31 (88) 30 (86) 29 (84) 29 (84) 30 (86)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 20 (68) 20 (68) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 25 (77) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი სმ (დუიმი) 8 (3.1) 6 (2.4) 7 (2.8) 11 (4.3) 15 (5.9) 12 (4.7) 16 (6.3) 19 (7.5) 23 (9.1) 22 (8.7) 22 (8.7) 14 (5.5) 178 (70,1)
წყარო: Weatherbase[4]

სქოლიო

  1. Guadeloupe is pictured on all Euro banknotes, on the backside at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomiation.
  2. (ფრანგული) INSEE-CEROM. Tableau de bord économique de la Guyane. ციტირების თარიღი: 20 January 2008.
  3. Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27
  4. Weatherbase: Historical Weather for Basse-Terre.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted