ხელოსანი (მოხელე)

14:41, 25 ნოემბერი 2015-ის ვერსია, imported>პაატა შ (82.211.129.138-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ხელოსანი (მოხელე, სახელოს მფლობელი) — გვიანფეოდალურ საქართველოში სახელოს სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელე. ხელოსნები იყვნენ მსხვილი სოფლების გამგებლები. მე-19 საუკუნის საქართველოში ამ პოსტს შეესაბამებოდა მამასახლისის თანამდებობა. ამ სახელოს მფლობელი იყო ან აზნაური, ან მსახური. მსახურები გლეხთა შორის ყველაზე მაღლა იდგნენ და მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ (მათ ევალებოდათ საპატიო სამსახური — მოლაშქრეობა, ქეშიკობა და ა.შ. სანიმუშო სამსახურისათვის ბევრი მათგანი აზნაურის წოდებას იღებდა).

ლიტერატურა

  • ქველი ჩხატარაიშვილი. გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბილისი, „მეცნიერება“, 1985, გვ. 8-9