პერუ-საქართველოს ურთიერთობები

16:22, 16 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

პერუ-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს პერუსა და საქართველოს შორის. პერუმ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 14 იანვარს. „საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმზე“ ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და პერუ ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების — ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში