ოლბოქსი

15:12, 13 მარტი 2013-ის ვერსია, imported>Addbot (Bot: 11 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1535905)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ოლბოქსი (ესპ. Holbox) - კუნძული მექსიკის შტატ კინტანა-როოში, მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 12 კილომეტრს, ხოლო სიგანე 1,5 კილომეტრს, კუნძულის სანაპირო ნაწილის გარკვეული ნაწილი მდებარეობს ლაგუნის ზოლში. აქ სახლობს სხვადასხვა ჯიშის ფრინველები მათგან აღსანიშნავია: ფლამინგო, ვარხვისებრნი და სხვ. ტერიტორია შედის ლასარო-კარდენასის მუნიციპალიტეტსი შემადგენლობაში.

ფაილი:Isla Hol-Box.jpeg
კუნძული ოლბოქსი

2005 წლის მონაცემებით ოლბოქსიზე ცხოვრობს 1,198 ადამიანი, მცხოვრებთა ძირითადი შემოსავლის წყარო მეთევზეობაა. კუნძულთან უახლოესი დაკავშირება ხდება ქალაქ კანკუნიდან და პლაია-დელ-კარმენიდან.

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ოლბოქსი&oldid=81377“-დან