ბლაგოევგრადის ოლქი
ბლაგოევგრადი (ბულგ. област Благоевград), აგრეთვე ეძახიან მაკედონიის პირინს[1][2][3][4] (ბულგ. Пиринска Македония) მდებარეობს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, საზღვრავს ოთხი ბულგარული ოლქი, სამხრეთით მდებარეობს ბულგარეთის და საბერძნეთის ოფიციალური საზღვარი, ხოლო დასავლეთით ჩრდილოეთ მაკედონია-ბულგარეთის ოფიციალური საზღვარი. ოლქი იყოფა 14 თემად, ბლაგოევგრადში მდებარეობს 12 ქალაქი. ოლქის ყველაზე დიდი ქალაქია ბლაგოევგრადი, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბანსკო, გოცე-დელჩევი, მელნიკი, პეტრიჩი, პაზლოგი, სანდანსკი და სიმიტლი.
გეოგრაფია
ოლქის ფართობი შეადგენს 6,449.5 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 341,245 ადამიანი. ბლაგოევგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს რილას მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა მუსალა (2925 მ), პროვინციის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირინის მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა ვიჰრენი (2914 მ). ბლაგოევგრადის მნიშვნელოვანი ქედებია: როდოპი, სლავიანკა, ბელასიცა, ვლაჰინია, მალეშევო, ოგრაჟდენი და სტაგაჩი. აქ მიედინება ორი დიდი მდინარე სტრუმა და მესტა.
ამ ტერიტორიაზე ძირითადად არის ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა. ბლაგოევგრადში არის მარმარილოს და გრანიტის მნიშვნელოვანი საბადოები.
ისტორია
ბლაგოევრგრადის ოლქი უძველესი დროიდან შედიოდა თრაკიის შემადგენლობაში, აქ ძირითადად თრაკიელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა აქ დააარსა პირველი დასახლება ძვ.წ 340 წელს, მას ერქვა ალექსანდროპოლისი. ეს ქალაქი დაინგრა თრაკიელების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.
თემები
ბლაგოევგრადის ოლქი (област) იყოფა 14 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.
თემები | კირილიცა | მოს.[5] | ქალაქი/სოფელი | მოს.[5] |
---|---|---|---|---|
ბანსკო | Банско | 13,556 | ბანსკო | 9,183 |
ბელიცა | Белица | 10,356 | ბელიცა | 3,580 |
ბლაგოევგრადი | Благоевград | 88,457 | ბლაგოევგრადი | 80,140 |
გირმენი | Гърмен | 16,799 | გირმენი | 1,982 |
გოცე-დელჩევი | Гоце Делчев | 35,884 | გოცე-დელჩევი | 22,255 |
ხადჟიდიმოვო | Хаджидимово | 11,207 | ხადჟიდიმოვო | 3,040 |
კრესნა | Кресна | 5,982 | კრესნა | 3,866 |
პეტრიჩი | Петрич | 64,367 | პეტრიჩი | 36,776 |
რაზლოგი | Разлог | 22,681 | პაზლოგი | 13,434 |
სანდანსკი | Сандански | 45,722 | სანდანსკი | 30,826 |
სატოვჩა | Сатовча | 19,025 | სატოვჩა | 2,434 |
სიმიტლი | Симитли | 15,746 | სიმიტლი | 7,567 |
სტრუმიანი | Струмяни | 6,284 | სტრუმიანი | 998 |
იაკორუდა | Якоруда | 11,271 | იაკორუდა | 6,216 |
რესურსები ინტერნეტში
- პლაგოევგრადის პროვინცია — ინფორმაცია ყველა ქალაქზე და სოფელზე
- ბლაგოევგრადის პროვიციის ადმინისტრაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბლაგოევგრადის თემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თემი გოცე-დელჩევი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თემი სანდანსკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თემი პეტრიჩი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბანსკოს ოფიციალური საიტი
- პირინის ეროვნული პარკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- რილას ეროვნული პარკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Dr. Boryana Buzhashka, Director of the Archives State Agency. We publish our documents on the population of Pirin Macedonia. Focus News Agency, 7 May 2009. (in Bulgarian)
- ↑ Program for the development of tourism in Sandanski Municipality Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Bulgaria State Agency for Tourism, 2004. (in Bulgarian)
- ↑ Pirin Macedonia is becoming a hit in rural tourism Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Monitor Daily, Sofia, 26 December 2007. (in Bulgarian)
- ↑ Legends from Bulgaria - Macedonia. Bulgarian National Radio, 2 March 2005. (in Bulgarian)
- ↑ 5.0 5.1 (ბულგარული) Population Chart as of 15 March 2009 from Directorate General: Civil Registration and Administrative Services
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted