დინოზავრების პროვინციული პარკი

06:40, 1 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დინოზავრების პროვინციული პარკი (ინგლ. Dinosaur Provincial Park) — მდებარეობს კანადის დასავლეთ ნაწილის პროვინცია ალბერტაში. პარკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პროვინციის უდიდესი ქალაქი კალგარი. დინოზავრების პროვინციული პარკი დაარსდა 1955 წელს, ხოლო 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. პარკში არის უნიკალური ეკოსისტემა, ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 74 კმ²-ს.

დინოზავრების პროვინციული პარკი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ალბერტა, კანადა
უახლოესი ქალაქი ბრუქსი
ფართობი 73.29კმ²
დაარსდა 1955
ფაილი:DinosaurProvincialParkHoodoo.jpg

პარკი მდებარეობს მდინარე რედ-დირის ხეობაში. აქ აღმოჩენილია ორმოცი სხვადასხვა სახეობის დინოზავრის ნამარხი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი დინოზავრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 71
ინგლ.რუს.ფრ.