ოქროიანთ საყდარი

23:57, 30 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>Inertia6084 ((GR) File renamed: File:EZy Watermark 30-01-2021 11-28-58.jpgFile:Oqroiant saydari.jpg Criterion 3 (obvious error))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ოქროიანთ საყდარი — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის მახლობლად. ატენის სიონის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან 150 მეტრის დაშორებით, კლდის ქიმზე. შედგება ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესიისაგან. ეკლესიები თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ფაილი:Oqroiant saydari.jpg
ოქროიანთ საყდარი

ორივე ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. თავდაპირველად ააგეს სამხრეთით მდგარი დარბაზული ეკლესია (3,9 X 2,7 მ). შენობის სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით პატარა ნიშია. სატრიუმფო თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. მოგვიანებით კედლის ქიმი ხელოვნური ბაქნით გაზარდეს და სამხრეთის ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიუშენეს მეორე დარბაზული ეკლესია (5,3 X 3,8 მ), რომლის შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს, სხვადასხვა სიმაღლეზე, სამ-სამი ნიშია, სატრიუმფო თაღი შეისრული ფორმისაა.

ლიტერატურა