ფუტკარული
ფუტკარული — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქართლის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2300 მ. მიდამო აგებულია მეზოზოური ასაკის დანალექი წყებებით (კირქვები, მერგელები, თიხები, ქვიშაქვები, კონგლომერატები). საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარების არაგვისა და ივრის ხეობებს.
ფუტკარული | |
---|---|
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2300 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | არაგვისა და ივრის ხეობებს |
ამგებელი ქანები | მეზოზოური ასაკის კირქვა, მერგელი, თიხა, ქვიშაქვა, კონგლომერატი |
ლიტერატურა
- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 433.