რექომის ციხე

13:21, 20 თებერვალი 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

რექომის ციხე – გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში. მაღალ მთაზე აშენებული ციხე ნაგები იყო ფლეთილი ქვის მშრალი წყობით. შემორჩენილია ციხის ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაწილი და ციხის შიდა სათავსის ნანგრევები. დანარჩენი კედლები განადგურებულია.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 155